jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია
ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ „პირველი არხის“ ეთერში ეპიდემიაზე და ქვეყანაში მოცირკულარე შტამებზე ვრცლად ისაუბრა. 
 
როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, ქვეყანაში გავრცელებული დომინანტი შტამი „სტელს-ომიკრონი“ გავრცელების სისწრაფით გამოირჩევა. 
 
„სტელს-ომიკრონი“ იმდენად განსხვავდება „ომიკრონისგან, რომ ფაქტობრივად, სხვა შტამია. ქვეშტამია, მაგრამ მაინც სხვა შტამია. ვისაც „ომიკრონი“ დაემართა, ის შეიძლება, „სტელს-ომიკრონით“ დაინფიცირდეს, მაგრამ ვინც „სტელს-ომიკრონი“ გადაიტანა, ის „ომიკრონით“ არ დაინფიცირდება, ან ძალიან იშვიათად დაინფიცირდება. საქართველოში ახლა სჭარბობს „სტელს-ომიკრონი“ და არა „ომიკრონი“, ეს ყველამ იცოდეს. „სტელს-ომიკრონი“ არის ერთ-ნახევარჯერ უფრო გადამდები, ვიდრე „ომიკრონი“. ფაქტობრივად, „სტელს-ომიკრონი“ ეს არის მთელი ისტორიის მანძილზე არსებული ყველაზე გადამდები შტამი. რაც შეეხება სიმძიმეს, ის ისეთივე სიმძიმის დაავადებას იწვევს, როგორსაც „ომიკრონი“, - აღნიშნავს ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი. 
 
 
941