jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინა მტრის თავდასხმებს წარმატებით იგერიებს და დედაქალაქის გარშემო საკვანძო ქალაქები ქვეყნის არმიის მიერ კონტროლდება.
 
"ჩვენ გავუძელით და წარმატებით მოვიგეთ მტრის თავდასხმები. ბრძოლა გრძელდება ჩვენი ქვეყნის ბევრ ქალაქში და რაიონში. მაგრამ ჩვენ ვიცით რას ვიცავთ - ქვეყანას, მიწას, ბავშვების მომავალს. კიევი და დედაქალაქის გარშემო საკვანძო ქალაქები კონტროლდება ჩვენი არმიის მიერ. ოკუპანტებს სურდათ ჩვენი სახელმწიფოს ცენტრის გადაკეტვა და მათი მარიონეტების დაყენება, როგორც დონეცკში. ჩვენ დავარღვიეთ მათი გეგმა," - განაცხადა ზელენსკიმ.
663