jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია
ვლადიმირ ჟირინოვსკი ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე შეაერთეს. მექანიკურ ვენტილაციაზე სრული გადასასვლელად ექიმებმა ის წამლისმიერ კომაში შეიყვანეს.
 
ინფორმაციას ტელეგრამ-არხი Mash ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ჟირინოვსკის  ჯანმრთელობის მდგომარეობა ცოტა ხნის წინ  გაუარესდა. რუსი პოლიტიკოსი საავადმყოფოში 2 თებერვალს კოვიდგართულებების გამო მოხვდა.
 
ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას უარყოფენ ჟირინოვსკის პარტიაში. როგორც რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ოფისში აცხადებენ, ვლადიმირ ჟირინოვსკის მდგომარეობა სტაბილურია.
676