jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია
კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ზურაბ ფაღავა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად შექმნილ კონსილიუმს ტოვებს.
 
ფაღავამ მიზეზად საკუთარი ჯანმრთელობის პრობლემა დაასახელა. „TV პირველთან“ სატელეფონო ინტერვიუში ის განმარტავს, რომ შაბათს, ბოლო კონსილიუმის შემდეგ თავი შეუძლოდ იგრძნო და წერილით მიმართა პენიტენციური სამსახურის ჯანმრთელობის დეპარტამენტის უფროსს, შეჩერებულიყო მისი აქტივობა.
 
„თუ ჩამანაცვლებენ, ჩამანაცვლონ, თუ არა და, როდესაც უკეთესად გავხდები, შეიძლება, დავბრუნდე“, – აცხადებს ის.
 
ზურაბ ფაღავა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად შექმნილი კონსილიუმის წევრი იყო.
 
19 ოქტომბერს სწორედ მან გააკეთა მედიასთან განცხადება იმის შესახებ, რომ კონსილიუმმა სააკაშვილის პროფილაქტიკური ჰოსპიტალიზაციის რეკომენდაცია გასცა.
 
20 ოქტომბერს, სააკაშვილის შიმშილობის მე-20 დღეს,  „ფორმულას“ ეთერში ჩართვის დროს ფაღავამ განაცხადა, რომ „კრიტიკული დღეებია, როცა ყველანაირი გართულების ალბათობა მნიშვნელოვნად მატულობს“. ექიმი გულ-სისხლძარღვთა სისტემის მიმართულებით გართულებებს პროგნოზირებდა.
 
მან განმარტა, რომ პრევენციული ჰოსპიტალიზაცია კვალიფიციურ ექიმებთან ერთად სასიცოცხლო პარამეტრების სამეთვალყურეოდაა საჭირო.
 
გუშინ ზურაბ ფაღავამ „TV პირველთან“ განაცხადა, რომ კონსილიუმმა ექსპრეზიდენტის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის რეკომენდაცია გასცა.
 
1191