ხელახალი არჩევნების დანიშვნის საფუძველი არ არსებობს - შესაბამისი გადაწყვეტილების განცხადება კომიკურთან ერთად იქნებოდა სისხლის სამართლის დანაშაულიც, დღეს 21:00 საათამდე აქვს მოსაფიქრებელი დრო, ვნახოთ, ვინ გადაწონის ვიღაც ჭკვიანი, თუ სალომე ზურაბიშვილი, რომელიც არ არის „ვიღაც ჭკვიანი“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
ვერც ხორუმში ჩავერთე, ვერც ვიმღერე თქვენთან ერთად… თუმცა იქ ვარ, სადაც ხართ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ეუთო/ოდირმაც ბოლომდე გამოაცალა ყველანაირი საფუძველი რადიკალური ოპოზიციის ნებისმიერ მცდელობას, რომ განახორციელონ საბოტაჟი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
გუშინ სრული მობილიზაცია ჰქონდათ გამოცხადებული და აქაც კი 3 000 კაცამდე ძლივს შეკრიბეს - ხალხი აღარ დადის აქციებზე, - ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ, გუშინ დედაქალაქში გამართულ საპროტესტო აქციებზე საუბრისას განაცხადა.
ამერიკელი კონგრესმენი და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებს ეხმაურება, რომლის დროსაც გუშინ ცეკვა „ხორუმი“ შესრულდა.
ორბელიანების სასახლეში, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ოპოზიციის წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები მივიდნენ.
„სვანური კოშკი არასდროს იქნება „ბაშნია“, „მაიტა ევროპა-მეთქი“, „მთავრობა, ვერ გევიგე?!“, „მაგი არაა მასე“, - ამ ლოზუნგებით თბილისში, სხვადასხვა ლოკაციაზე ერთდროულად რამდენიმე აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს.
ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ესპენ ბარტ ეიდე საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნას ეხმაურება.
საქართველოში ისევ ისე თენდება და ღამდება, როგორც აქამდე თენდებოდა და ღამდებოდა, საქართველო წინ მიდის, ჩვენი საზოგადოება წინ მიდის, ასეთი გადაწყვეტილებები ჩვენს ხალხს ვერ დააზიანებს, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელების დასანქცირებას.