მოგიწოდებთ, არ დაუჭიროთ მხარი მოცემულ არაორდინალურ დათქმებს, არ დაუჭიროთ მხარი რეზოლუციის პროექტს და მხარი დაუჭიროთ ჩვენი უფლებამოსილების ცნობას მხოლოდ იმ დათქმით, რომ ჩვენ ერთად გავაგრძელოთ ნორმალურ ვითარებაში მუშაობა, - ამის შესახებ თეა წულუკიანმა ევროპის საბჭოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
საქართველო არასწორი მიმართულებით მიდის - ეს არის დღევანდელი გზავნილი, - ამის შესახებ გერმანელმა დეპუტატმა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში გერმანიის დელეგაციის წევრმა, ფრანკ შვაბემ განაცხადა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში განაცხადა.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) მიიღო რეზოლუცია, რომელიც საქართველოს მომდევნო თვეებში ახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ კენჭისყრა PACE-ის სხდომაზე გაიმართა.
მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ, - ამის შესახებ განცხადებას ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ პლატფორმა X-ზე ავრცელებს.
დღეს, პრემიერი ირაკლი კობახიძე მიხეილ მესხის სტადიონზე მივიდა, სადაც მთავრობის ინფორმაციის მიხედვით, სპორტულ საზოგადოებას შეხვდა.
შეცდომა შეიძლება მოუვიდეს ყველას, გამოსულიყო [მზია ამაღლობელი] და ეთქვა - შეცდომა დავუშვი და მაპატიეთ - პოლიციელზე თავდასხმა, ხელის დარტყმა კატეგორიულად მიუღებელია, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის პროექტთან დაკავშირებით საქართველოს დელეგაციამ, ასევე ასამბლეის სხვა წევრებმა გარკვეული ცვლილებები მოამზადეს.
გარდაიცვალა მსახიობი ალეკო თეთრაშვილი. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ახლობლები ავრცელებენ.
საქართველო არის ძალიან ღრმა პოლიტიკურ კრიზისში, ორი თვეა ხალხი ქუჩაში გამოდის დემოკრატიული, ევროპული მომავლის მოთხოვნით, ამ სამწუხარო სიტუაციიდან გამოსავალი ქართველმა ხალხმა უნდა გამონახოს, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.