შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა თეიმურაზ კუპატაძემ ბრიფინგზე ისაუბრა.
სამეფო უბნის თეატრი გაიფიცა. “სამეფო უბნის თეატრი გაიფიცა - გაუმარჯოს თავისუფლებას“, - ვკითხულობთ თეატრის “ფეისბუქის“ გვერდზე.
„ღია საზოგადოების ფონდის“ იურისტი საბა ბრაჭველი Facebook-ზე წერს რა უნდა გააკეთოს მოქალაქემ თუ მასთან პოლიცია მივიდა.
ზურაბიშვილი - სასწრაფოდ მოვუწოდებ ჩვენს პარტნიორებს: დროა, ძლიერი ზეწოლა მოახდინოთ მმართველ პარტიაზე
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ქვეყანაში განხორციელებულ დაკავებებს ეხმაურება და საქართველოს პარტნიორებს მმართველ პარტიაზე ზეწოლის მოხდენისკენ მოუწოდებს.
სამართალდამცავებმა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის 5 წევრი დააკავეს.
მე ამას ვერ დავარქმევდი რეპრესიებს, ეს არის უფრო პრევენციები, ვიდრე რეპრესიები, - ასე ეხმაურება პრემიერ-მინისტრი ოპოზიციურ პარტიებში პოლიციის მიერ ჩატარებულ ჩხრეკას.
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, ალენ ბერსეტი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილსა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ტელეფონით ესაუბრა, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს განცხადებაშია აღნიშნული.
სამართალდამცავებმა „ძლიერი საქართველოს“ წევრები ვეფხო კასრაძე და ვასო კაძელაშვილი დააკავეს.
არა ძალადობას, პოლიციის სისასტიკესა და წამებას, - ამის შესახებ ლიეტუველი ევროპარლამენტარი, პეტრას აუსტრევიჩუსი სოციალურ ქსელში წერს.
"დროას" ოფისთან დაპირისპირებაა. აგრესიული სამართალდამცველები ნიკა გვარამიას ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ამის შემდეგ კი გათიშულ მდგომარეობაში, სავარაუდოდ, დააკავეს. გვარამია პოლიციის მანქანაში ჩატენეს.