ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა აქციის მონაწილეებთან ერთად ღამე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარედ გაშლილ კარვებში გაათენეს.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო, დღეს, 18 ნოემბერს, 26 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების ფონზე საქართველოში არსებულ ვითარებაზე იმსჯელებს.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარედ აქციის ორგანიზატორებმა დამატებითი კარვები მიიტანეს.
[პოლიციას] კი არ ვთხოვთ, მოვითხოვთ და ვეუბნებით - ჩვენ ვიბრუნებთ სამშობლოს! კეთილი ინებეთ და ჩვენს გვერდით დადექით და დაიბრუნეთ ჩვენი სამშობლო ჩვენთან ერთად, - ასე მიმართა კოალიცია “ცვლილებებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა სამართალდამცველებს და მოუწოდა, რომ აქციის მონაწილეების მხარე დაიჭირონ.
საქართველოს პარლამენტი არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებიდან ზუსტად მე-10 დღეს, ანუ 25 ნოემბერს შეიკრიბება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს პარლამენტის ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.
დასრულდა ცესკოს მიერ არჩევნების შედეგების გამოვლენის პროცესი, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა „ქართული ოცნების“ ხმების დიდი უმრავლესობით გამარჯვება.
საქართველო საბავშვო ევროვიზია 2024-ის გამარჯვებულია. ანდრია ფუტკარაძე მაყურებლის წინაშე სიმღერით To My Mom წარდგა.
უეფა "ერთა ლიგის“ მეხუთე ტურში საქართველოსა და უკრაინის საფეხბურთო ნაკრებებს შორის მატჩი ფრედ დასრულდა.
ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე თურქეთში ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს.