ის ჩაბარდება, მისთვის სამწუხაროდ, არასახარბიელოდ საქართველოს ისტორიას, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოს პრეზიდენტის მიერ ქართველი დიპლომატების მისამართით გაჟღერებულ კრიტიკას.
ოპოზიციის ორგანიზებით, 4 ნოემბერს, 19:00 საათზე, თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქცია გაიმართება.
4 ნოემბრიდან, ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ყველა მოქალაქისთვის უფასო იქნება.
საქართველოს მთავრობა ცალსახად პროევროპულია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ იტალიურ სატელევიზიო არხ sky-სთან ინტერვიუში განაცხადა.
„ამ დაძაბულობის ფონზე, ვფიქრობ, რომ სულ უფრო და უფრო მეტ სანქციებს ვიხილავთ ამერიკისა და ევროპისგან“, - ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა მეთიუ ბრაიზამ „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ჯანდაცვის სამინისტროში, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ჯანდაცვის სამინისტროში, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1-ის მქონე ბავშვების მშობლებთან, მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი, გია ხარჩილავა გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ხარჩილავას გარდაცვალების მიზეზი თრომბი გახდა.
სადამკვირვებლო მისიამ "ჩემი ხმა“, "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" და "სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ", საქართველოში მოქმედ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ერთობლივი პრეზენტაცია წარუდგინეს. ამის შესახებ ინფორმაციას სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმა“ ავრცელებს.
როგორც ევროკავშირი აგრძელებს საქართველოს შეფასებას, ასევე ვაგრძელებთ ჩვენც ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ საკითხებზე მუშაობას, სწორედ ეს არის ევროინტეგრაცია, ის არ შეჩერებულა და ვერც შეჩერდება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მთავრობა ყურადღებით შეისწავლის გაფართოების დოკუმენტს და დაგეგმავს სამომავლო ნაბიჯებს ქართველი ფერმერების, მეწარმეების სამომავლო საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველო ბოლო წლებში თანამშრომლობდა ევროკომისიასთან თითოეული სფეროს ანალიზის პროცესში და ჩვენ მზად ვართ, ამავე ნიშნით აქტიურად ვითანამშრომლოთ ევროკავშირის შესაბამის ინსტიტუტებთან.
„ეს არის დინამიკური, საქმიანი, ექსპერტული პროცესი, რომელშიც საქართველო 2014 წლიდან ერთგულად, გეგმაზომიერად, ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევს წინ. ამავე დროს, ევროკავშირის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან ვხედავთ პროცესის უკიდურესად პოლიტიზების მცდელობას. ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ ამგვარი წინდაუხედავი მიდგომა ევროინტეგრაციას თანამშრომლობის ინსტრუმენტიდან პოლიტიკურ იარაღად აქცევს, რაც სამწუხაროდ, საბოლოო ჯამში, თავად ევროინტეგრაციის პროცესს და ევროკავშირის რეპუტაციას აზიანებს.
აქვე მინდა შევეხო ბოლო პერიოდში ხშირად გამოყენებულ ტერმინს - ევროინტეგრაციის შეჩერება/გაყინვა, თუ სხვა მსგავსი ტერმინები. თავად ის ფაქტი, რომ ევროკომისიამ გაფართოების დოკუმენტზე იმუშავა, პროგრესი შეაფასა და რეკომენდაციები მოგვცა, მეტყველებს იმაზე, რომ ეს ტერმინი უფრო პოლიტიკურია, ვიდრე ინსტიტუციური მდგომარეობა. როგორც ევროკავშირი აგრძელებს საქართველოს შეფასებას, ასევე ვაგრძელებთ ჩვენც ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ საკითხებზე მუშაობას. სწორედ ეს არის ევროინტეგრაცია, ის არც შეჩერებულა და ვერც შეჩერდება. თუკი რამე გვასწავლა ჩვენმა მიღწევებმა ამ პროცესებში, არის, რომ ევროინტეგრაცია გრძელვადიან შედეგზე ორიენტირებული სამუშაოა და არა პოლიტიკური კონიუნქტურის აყოლა", - თქვა პაპუაშვილმა.