საქართველოს კანდიდატის სტატუსი მივეცით და მისი უკან წაღება შეგვიძლია, ვიზალიბერალიზაცია მივეცით და მისი უკან წაღება შეგვიძლია. ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ ევროპარლამენტის საქართველოს შესახებ გამართულ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
საქართველოს მომავალი, მათ შორის ევროკავშირისკენ გზა, თავიდან ბოლომდე მისი მოქალაქეებისა და ლიდერების ხელშია , - ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ვერა იუროვამ ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართულ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
ჩვენ მივიღებთ თანამედროვე სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც იქნება ფლაგმანი არამხოლოდ საქართველოში არამედ მთლიანად რეგიონის მასშტაბით, – აღნიშნულის შესახებ მიხეილ სარჯველაძემ რესპუბლიკური საავადმყოფოს შესახებ საუბრისას განაცხადა.
არანორმალური ტემპი აქვს აღებული დევნილთა განსახლების პროცესს , - აღნიშნულის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა განაცხადა.
ჩვენ გვაქვს ზუსტი ხედვა, როგორ უნდა გახდეს კიდევ უფრო მეტად ხელმისაწვდომი სხვადასხვა სამედიცინო სერვისი,თუ - მედიკამენტი. ჯანდაცვის სექტორის განვითარების დინამიკა მუდმივად აღმავალია - ვითარდება თანამედროვე ტექნოლოგიები, ჩნდება ახალი მედიკამენტები , - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკური კურსის გამო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ჩიხში შევიდა. ამ კურსით საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას ვერ შეძლებს, - ამის შესახებ გერმანიის ელჩმა განაცხადა.
ლიბანიდან ისრაელის ქალაქ ხაიფას მიმართულებით 85-მდე რაკეტა გაუშვეს, - ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.
ბოლნისში, მაღალტექნოლოგიური, მრავალპროფილური, 111 საწოლზე გათვლილი საავადმყოფო გაიხსნა.
ჯანდაცვის სამინისტრო, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსთან (JICA) ერთად, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის მიმართულებით, ახალ პროექტზე მუშაობს.
დღეს, 8 ოქტომბერს ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ იმსჯელებენ. დებატების თემაა "დემოკრატიული უკუსვლა და საფრთხეები პოლიტიკური პლურალიზმისთვის საქართველოში".