საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტი არ არის, რა არის სამართალდარღვევა და რა – არა; სამართლებრივი სტანდარტების შესაბამისად მიიღება ყველა გადაწყვეტილება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
რამდენიმე დღის წინ მე ვთქვი, რომ გამიჭირდება ამ სუბიექტების დაკონკრეტება, დღესაც ვერ შევცვლი ამ პოზიციას.
საქართველოში ჩამოდის ევროკავშირის წევრი ოთხი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელთა მიზანი რადიკალიზმის ზრდა და ქვეყნის შიდა საქმეებში გაუმართლებელი ჩარევაა, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ განცხადებაშია ნათქვამი.
ხალხს ღამე გაათენებინეს და თვითონ შენობაში შესულებმა დაიძინეს - კომიტეტს ვერ მიუსწრეს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.
სამართალდამცავებმა, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე 20 პირი დააკავეს.
მივმართავთ შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს დაუყოვნებლივ გააკეთოს განცხადება მომხდართან დაკავშირებით და აღკვეთოს მსგავსი პრაქტიკა.
სამწუხაროდ, პოლიციის მხრიდან კვლავ დაფიქსირდა მოქალაქეთა მიმართ განხორციელებული რამდენიმე სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტი, - ამის შესახებ სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომლითაც ის რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას ეხმაურება.
[„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის] პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენა იქნება ხვალ, - ამის შესახებ ანრი იხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა.
ჩვენთვის ცნობილია, რომ დაგეგმილია, მომდევნო ორი დღის განმავლობაში შეკრებამ მიიღოს ძალადობრივი, კანონსაწინააღმდეგო ხასიათი, მათ შორის, შეკრების მონაწილეებმა სცადონ საქართველოს პარლამენტის ბლოკირება, – ამის შესახებ ვახტანგ გომელაურმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.