იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებსაც საქართველოს სხვა გზით გარდაქმნა, ტრანსოფრმაცია და აშენება, რუსული მოდელის მიხედვით სურთ, რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ სანქციები, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა სტრასბურგში განაცხადა.
ჩვენ გვაქვს ხალხის სახელით საუბრის მანდატი. ეს მანდატი მოგვენიჭა საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, 2020 წელს, როდესაც მივიღეთ 48% საპარლამენტო არჩევნებში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, სოფელ ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9-კილომეტრიანი გვირაბის გაჭრა დასრულდა.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძეს ახალი მოადგილეები ჰყავს – თეა გიორგაძე, ირინე წაქაძე და გიორგი პატარიძე მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
სამშაბათს, 23 აპრილს, სოფელ წკერესთან (დუშეთის მუნიციპალიტეტი) გაიმართება ქვეშეთი-კობის 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრის (ბურღვის დასრულება TBM დანადგარით) ღონისძიება.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ორჰუსში საავიაციო ფორუმ Routes Europe 2024-ის ფარგლებში შეხვედრებს მართავს.
თბილისში ფეხბურთისა და რაგბისთვის განკუთვნილი ახალი სტადიონის მშენებლობა დაიწყება.
„ქართული ოცნება“, 29 აპრილს, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ, საყოველთაო-სახალხო შეკრებას გეგმავს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს.
სპეციალური კონტრტერორისტული ღონისძიებების შედეგად რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა, – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.