შეიძლება ვიღაც გამოვიდეს და თქვას, რომ მე მაქვს რაღაც კავშირები, მაგრამ ამას დასაბუთება ხომ სჭირდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა.
თუ გვინდა, რომ ევროპული სახელმწიფო გვქონდეს, ჩვენი მოვალეობა სწორედ კონსტიტუციის დაცვით უნდა შევასრულოთ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში, შავი ზღვის სანაპიროზე სამხედრო-საზღვაო ძალების ბაზირების ახალი მუდმივი პუნქტის შექმნას გეგმავს.
პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნა მხოლოდ მას შემდეგ მიღებული, რაც უკვე სისტემური ხასიათი შეიძინა პრეზიდენტის მხრიდან საქართველოს კონსტიტუციის დარღვევამ, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
2023 წლის პირველი ოქტომბრიდან, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის დროს სასაზღვრო კონტროლის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, სახის ამომცნობი სპეციალური ელექტრონული პროგრამა დაინერგა.
გლდანის მერვე მიკრორაიონის 23-ე კორპუსში აკაკი ბაქრაძის სახელობის მე-18 ახლად რეაბილიტირებული ბიბლიოთეკა გაიხსნება.
დღეს, 04 ოქტომბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სოფელ დიღომში, კვირაცხოვლისა დაროსტევანის ქუჩების კვეთაზე წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) რიგით მესამე სამიტში მიიღებს მონაწილეობას.
USAID-ის შესახებ საქართველოს ხელისუფლების მიერ გამოთქმული ბრალდებები მცდარია, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა განაცხადა.