საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურიდან გამომდინარე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას მიმართავს და იმ რეკომენდაციებს სთავაზობს, რომლებიც მათ ზაფხულის ცხელი დღეების მომზადებისთვის დაეხმარება.
ონკოლოგიური პაციენტებისთვის, სრულფასოვან მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში ცვლილებები განხორციელდა.
საზამთროსა და ნესვის ნიმუშებში ნიტრატების შემცველობაზე დარღვევა არ გამოვლინდა,- ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა.
9 აგვისტოს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, საბურთალოს რაიონში, ღლონტის ქუჩაზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.
საქართველოს რკინიგზა თბილისი-ბათუმის მიმართულებით გამსვლელი მატარებლის შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომლის შემადგენლობის მესამე ვაგონს კონდიცირება გაეთიშა. რკინიგზაში აცხადებენ, რომ ამ ვაგონის მგზავრები ბათუმამდე ჯრტ ტიპის მატარებლით ჩავლენ, რომელშიც გაგრილების სისტემა გამართულია.
პიროვნების დაკარგვის შესახებ შეტყობინების ინიციატორთან დაკავშირების შედეგად დადგინდა, რომ სიაში პირის არასწორი სახელი და გვარი იყო შეყვანილი, შემდეგ მოხდა თავად ამ პიროვნებასთან დაკავშირება, რომელმაც განაცხადა, რომ საერთოდ არ ყოფილა შოვის ტერიტორიაზე, – აღნიშნულის შესახებ განცხადება ქარსელაძემ გააკეთა.