საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის „ომიკრონის“ 2 შემთხვევა დადასტურდა. აღნიშნულის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ონლაინ ბრიფინგზე განაცხადა.
„ომიკრონი“ საქართველოში მასობრივად შემოვა და ძალიან ბევრ ადამიანს დაასნებოვნებს - ჯანდაცვის სისტემა მობილიზებული უნდა იყოს იმისთვის, რომ ინფიცირების მაჩვენებელი სერიოზული იქნება, - ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა, ჯანდაცვის სფეროს ექსპერტმა, დევი ტაბიძემ განაცხადა.
საქართველოს დღეს სამუშაო ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ პაშინიანი ეწვევა.
„საშობაო მოგზაურობა კორონავირუსის ახალი, „ომიკრონ“ შტამის გავრცელებას ხელს შეუწყობს, მათ შორის - მოსახლეობის ვაქცინირებულ ნაწილშიც“, - ამის შესახებ აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორმა, დოქტორმა ენტონი ფაუჩიმ განაცხადა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
შსს-ს წარმომადგენლის განცხადებით, ვაზისუბანში მე-15 კორპუსის პირველ სართულზე ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად მომხდარი აფეთქებისას, დაშავებული ოთხი პირიდან.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
ომიკრონის გამო ნიდერლანდებმა საშობაოდ ლოქდაუნი გამოაცხადა. ამის შესახებ BBC წერს.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში კორონავირუსის ახალი შტამის, "ომიკრონის" შესახებ წერს. მისი ინფორმაციით, "ომიკრონი" საქართველოში უკვე დაფიქსირდა.
როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე აცხადებს, "ომიკრონმა" “გადაუარა” ლონდონს, რის გამოც, როგორც ფხაკაძე ამბობს, სავარაუდოდ, ლონდონი ჩაიკეტება.
იმის მიუხედავად, რომ სპეციალისტები მუდმივად მოუწოდებენ მოსახლეობას აცრისკენ, ბევრი კოვიდის საწინააღმდეგო აცრის გაკეთებას მაინც ვერ ბედავს. ერთ-ერთ მიზეზად რელიგიაც სახელდება, არადა ჩვენ ირგვლივ აცრილი სასულიერო პირებიც არიან.