საქართველოში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა ქვეყანაში მარილის მოხმარებისა და ჰიპერტენზიის გავრცელების ტენდენციებზე იმსჯელეს.
პანდემიის განმავლობაში, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების შესაძენად 3,696,907.8 ლარია დახარჯული.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს.
შემთხვევითი არ არის, რომ კრემლის ერთ-ერთი სამიზნე საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებაა – ამის შესახებ განცხადებას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ავრცელებს.
მადრიდში პოლიციამ ქართული დანაშაულებრივი დაჯგუფების 25 წევრი დააკავა. ესპანური მედიის ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობით ჩატარდა. დაკავებულებს ბრალად ედებათ სულ მცირე 14 სახლის ძარცვა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
წარმოუდგენელია დახმარება პროცედურების გავლის გარეშე, წესები უნდა შესრულდეს, მაგრამ ყველა ევროპელი ლიდერი ამბობს ღიად, რომ უკრაინა, მოლდოვა და მოგვიანებით საქართველო იქნებიან ევროკავშირის წევრები და პროცესი ღიაა, – ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
ნაქერალას უღელტეხილზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია - ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.