საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ ინპოლფორმაციით, ონეთ-უკრაინის საზღვართან, სოფელ პშევოდოვში აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პანდემიის შედეგად არსებული გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს აქვს პროგრესი ყველა მიმართულებით.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია ღრმაწყლოვანი ციფრული კაბელი, რომელიც დააკავშირებს ჩვენს ძირითად ქსელებს. აქაც მუდმივი კავშირი დამყარდება ჩვენ შორის, - ამის შესახებ საქართველოს ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, დღეს, 15 ნოემბერს, საქართველოს სამუშაო ვიზიტით ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი ეწვევა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 15 ნოემბერს ზოგან იწვიმებს, ღამით მაღალმთაში მოთოვს.
კონგრესის შუალედურმა არჩევნებმა ამერიკული დემოკრატიის სიძლიერე და სიმტკიცე აჩვენა, – ამის შესახებ აშშ-ის, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ბალიზე „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
რუსეთმა კანადის მიერ დაწესებული სანქციების საპასუხოდ, კანადის 100 მოქალაქე, მათ შორის მსახიობი ჯიმ ქერი შავ სიაში შეიყვანა და ქვეყანაში შესვლა აუკრძალა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, სოფელ მერიაში ოზურგეთის მერის წარმომადგენელი გ. კ. დააკავეს.
საქართველოს კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის შეფასებით, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღების ვალდებულება ევროკავშირის 12 რეკომენდაციაში ზოგიერთი ოპოზიციონერის ძალისხმევით მოხვდა.
სტამბოლში, ისტიკლალის გამზირზე თავი თვითმკვლელმა ქალმა აიფეთქა - ამის შესახებ თურქეთის ვიცე-პრეზიდენტი ფუათ ოქტაი საუბრობს. ამბობს იმასაც, რომ მასთან ერთად ტერაქტში კიდევ ორი კაცი მონაწილეობდა.