საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 5 დეკემბერს პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ანჯეი დუდას შეხვდება.
5 დეკემბერს “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” მცხეთის მუნიციპალიტეტში, ნატახტრის სათავე ნაგებობაზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს.
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ106-კმ123 (გოდერძის უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინაში დღეს დაღუპული ქართველი მებრძოლების ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
„კოვიდ 19“-თან დაკავშირებით ყურადღების მოდუნებამ შესაძლოა, ვირუსის ახალი მომაკვდინებელი ვარიანტი შექმნას, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე სამი პირი დააკავა. კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში ბავშვთა ონკოლოგიური სახელმწიფო კლინიკის გახსნა და ჰემატო-ონკოლოგიური სერვისების გაფართოება იგეგმება.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სამინისტრო მკაცრად გმობს, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დარღვევით, რუსეთის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარის, ვიაჩესლავ ვოლოდინის ჩასვლას ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში.
გიორგი ამილახვარმა სიტყვით გამოსვლისას, გატარებულ რეფორმებზე, მიღწეულ წარმატებებზე და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.
სიღნაღში ისტორიულ გალავანს, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, სატვირთო დაეჯახა. განადგურებულია გალავნის ნაწილი - ჩამონგრეულია თაღი, ნანგრევები საავტომობილო გზაზე ყრია. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.