საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი დღეს საქართველოს სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას შეხვდა. შეხვედრის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის რიგგარეშე სესიას იწვევს. პრეზიდენტის განკარგულებას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
მივესალმები მოსამართლის მიერ ზეწოლის თუ ზეწოლის მცდელობის ფაქტების გასაჯაროებას, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი წერს, რომელიც მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება.
კანადის ხელისუფლებამ მის მიერ მანამდე შემოღებული შემაკავებელი ზომები გააფართოვა და დამატებითი სანქციები დააწესა რუსეთის ნავთობის, ბუნებრივი აირისა და სამრეწველო სექტორების წინააღმდეგ. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულებრივი ჯგუფის ცხრა წევრი დააკავეს. ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, მსოფლიოს არც ერთ წამყვან დაავადებათა კონტროლის ცენტრს 18 წლის ზემოთ პირებში მეორე ბუსტერ დოზის უნივერსალურ გამოყენებაზე რეკომენდაცია არ გაუცია.
მისასალმებელია საქართველოსა და საფრანგეთს შორის განსაკუთრებულად მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობები – განაცხადა პრემიერმა.