სადღაც 2032-2034 წლისთვის შეიძლება, გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.
წინ ზაფხულია, აქტიური ტურისტული სეზონი და „კოვიდის“ შემთხვევების მატების პიკს ველოდებით შემოდგომისთვის, დღევანდელი კარგი COVID ეპიდსიტუაციის შენარჩუნება თუ გვინდა, უნდა ვიყოთ ფხიზლად – ამბობს თენგიზ ცერცვაძე.
5 ივლისის მოვლენების შემდეგ ერთი წელი გავიდა და დღეს, საზოგადოება ისევ ელოდება დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას. – წერს სალომე ზურაბიშვილი.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია 5 ივლისის მოვლენებიდან ერთი წლის გასვლას ეხმაურება და აცხადებს, რომ ჟურნალისტთა უსაფრთხოების მხრივ საგანგაშო ვითარებაა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში, ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „ვალეს“ დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ღონისძიების შედეგად, ბანგლადეშის რესპუბლიკის ორი მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე დააკავეს.
"დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის" ცნობით, გასული ერთი კვირის განმავლობაში ,27.06.2022-03.07.2022 მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 2 570 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 3 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 1 103.
ავსტრალიაში 50 000 ადამიანს სთხოვეს ევაკუაციაა, ან გააფრთხილეს, რომ შესაძლოა ევაკუციის ბრძანება მიიღონ წყალდიდობის გამო. სიდნეის სტიქია წელს მესამედ დაატყდა თავს.
იმპორტირებული საზამთროს ნიმუშებში დასაშვებ ნორმაზე მეტი ნიტრატების შემცველობა გამოვლინდა, – ამის შესახებ განცხადებას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
American Airlines-ის, 86 წლის ბორტგამცილებელი ბეტი ნეში გინესის მსოფლიო რეკორდების მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული და გრძელვადიანი ბორტგამცილებელია.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტის ერთ-ერთ დავალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.