ეროვნული სატყეო სააგენტოს ცნობით, ტემპერატურის მატება ტყეში ხანძრების გაჩენის რისკს ზრდის, ამიტომ საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის და ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს.
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 146-ე კმ-ზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.
თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაციის პერიოდში, დროებით, ავტობუსის დამატებითი მარშრუტი დაინიშნება.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი 11-12 ივლისს, სამუშაო ვიზიტით ხორვატიაში იმყოფება.
ძალიან სამარცხვინოა ქართველი ხალხის შანტაჟი იმის გამო, რომ მან ხელისუფლებაში არ დააბრუნა კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებულ კითხვას.
ატმის შეღებვის ფაქტზე იდენტიფიცირებულია გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში მცხოვრები ფიზიკური პირი, მოკვლევის ფარგლებში აღებულია ატმის ნიმუშები, - ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაშია აღნიშნული.
ევროპარლამენტის რეზოლუცია ევროკავშირს მოუწოდებს, განიხილონ შემდგომი შემზღუდავი ზომები, როგორიცაა SWIFT-ის შეწყვეტა ან სექტორული სანქციები, „რომლის მიზანიც „ქართული ოცნების“ რეჟიმის ფინანსური ნაკადებისა და შემოსავლის წყაროების შეწყვეტაა“.
ევროპარლამენტმა 490 ხმით 147-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ რეზოლუცია შესწორებებით მიიღო.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ატმის შეღებვის ფაქტის ამსახველ ვიდეომასალასთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტო განმარტავს, რომ საქმე ეხება სურსათის მიზანმიმართულ დაბინძურებას.