9 ივნისს ევროიპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მიღებული რეზოლუცია უამრავ დაუსაბუთებელ ჩანაწერს და ფაქტობრივ უზუსტობას შეიცავს, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის გაგზავნილ წერილში.
სერგეი შოიგუმ უკრაინის შეიარაღებული ძალების შორ მანძილზე მოქმედი იარაღის განადგურების ბრძანება გასცა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად უზბეკეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა.
საპარლამენტო უმრავლესობა პარლამენტის რიგგარეშე სესიაში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა დეპუტატმა გივი მიქანაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მომავალი დღეების განმავლობაში აღმოსავლეთ საქართველოში შენარჩუნდება მომატებული ტემპერატურა, უნალექო ამინდები, რის გამოც იზრდება ტყისა და მინდვრის ხანძრების რისკი.
აზერბაიჯანისგან მეტი ბუნებრივი აირის მიღების საკითხზე ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი დღეს ბაქოს ესტუმრება.
საფრანგეთში, ესპანეთში, პორტუგალიაში, საბერძნეთსა და ხორვატიაში ტყის ხანძრების გამო ათასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
პოპულარულმა სოციალური მედიის პლატფორმამ TikTok-მა დააანონსა რეიტინგის სისტემის დანერგვა, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდა მომხმარებლების დაცვას შეუსაბამო შინაარსისგან.
საბერძნეთში 34 წლის ქართველი დააკავეს - ბერძნული მედიის ცნობით, კაცი აფთიაქში შეიჭრა და თანხა მოიპარა.