საქართველოს მასშტაბით ონლაინსწავლების რეჟიმზე 28 977 მოსწავლეა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლების და მეცნიერების სამინისტროს სსიპ „განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში“ (EMIშ) განუცხადეს, ეს მოსწავლეთა საერთო რაოდენობის 4,6%-ია.
კომპანიებმა „ფაიზერმა“ და „ბიონტექმა“ აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციას მათ მიერ შექმნილი კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის 5-11 წლის ბავშვებში გადაუდებელი მიზნით გამოყენების დამტკიცების თხოვნით მიმართეს.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ბოლო სამი დღეა ეპიდსიტუაციის გაუარესების ტენდენცია შეიმჩნევა.
საქართველოში 12-15 წლის ბავშვების აცრა დასაშვები მხოლოდ ქრონიკული დაავადების შემთხვევაში დაიშვება.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, იმუნიზაციის საბჭომ მხარი დაუჭირა ე.წ. ბუსტერ დოზის გამოყენებას მეორე აცრის გაკეთებიდან 6 თვის შემდეგ.
ვარკეთილის ზემო პლატოზე, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარია. როგორც ადგილობრივები ამბობენ, აფეთქების ხმა იყო, მათივე ვარაუდით საცხოვრებელ სახლში გაზი აფეთქდა.
ორი ქვეყნის დიპლომატიური ურთიერთობების ისტორიაში პირველად, თბილისს, დღეს ოფიციალური ვიზიტით მონტენეგროს პრეზიდენტი მილო ჯუკანოვიჩი ეწვევა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი როგორც სამთავრობო, ისე კერძო სექტორს ვაქცინაციის კამპანიაში აქტიური ჩართვისკენ მოუწოდებს. როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი, NCDC მზად არის, ჩაატაროს დამატებითი საინფორმაციო შეხვედრები და ორგანიზაციების თანამშრომლების ნებისმიერ შეკითხვაზე გასცეს პასუხი.
მიმდინარე კვირაში იმუნიზაციის საბჭო 12 წელს ზემოთ მყოფი მოზარდების აცრის საკითხზე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.
ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება პირდაპირი აღიარებაა, რომ მისი საქმე პოლიტიკურია.