საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს უმასპინძლა და ეროვნული თანხმობის პროცესთან დაკავშირებით საკუთარი ინიციატივის შესახებ ისაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ვაქცინაციის წამახალისებელი პროგრამა გაგრძელდება და იანვარში, აცრის შემთხვევაში 200 ლარს 50 წელს ზემოთ ადამიანებიც მიიღებენ.
ერთ-ერთი თეორიაა, რომ შესაძლოა, „ომიკრონი“ კოვიდპანდემიის დასასრულის დასაწყისი გახდეს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე, სოციალურ ქსელში "ომიკრონის" შესახებ ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტი წელსაც თავაზობს მკითხველს ახალი წლის სუფრის ინდექსს. ამ ინდექსით დათვლილია, თუ რა უჯდება სტანდარტული საახალწლო სუფრა 5-6-სულიან ოჯახს საქართველოს თითოეულ რეგიონში.
სპეციალური პენიტენციური სამსახური ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
აშშ-ის ელჩ კელი დეგნანის თქმით, არ არსებობს საჭიროება, რომ სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმებასთან დაკავშირებით კანონპროექტი პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილოს. ამის შესახებ მან დღეს, 27 დეკემბერს, სახელმწიფო ინსპექტორთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ეკატერინე ტიკარაძემ თანამშრომლებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ახალი მინისტრი ზურაბ აზარაშვილი წარუდგინა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.
სახელმწიფო ინსპექტორის ლონდა თოლორაის განცხადებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების კანონპროექტის შემუშავება კონსპირაციული იყო. ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს პარლამენტში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ დაინიცირებული კანონპროექტის შესახებ საუბარისას განუცხადა.