პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ მზადყოფნა გამოხატა, რომ საქართველოს ვაქცინები გაუზიაროს. მისი თქმით, პოლონეთი ვაქცინების დაპირებულ დოზებს ახლა იღებს და აქედან გამომდინარე, უკვე შესაძლებლობა ექნება, რომ მათი ნაწილი ქართულ მხარესაც გადასცეს.
"რიონის ხეობის მცველების" აქტივისტი ვარლამ გოლეთიანი არ გამორიცხავს პოლიციასთან დაპირისპირებასაც.
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტმა, სოფელ გუმათში სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
პროფესორის, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძვანელის, გიორგი ფხაკაძის განცხადბით, დამაიმედებელ და პოზიტიურ განცხადებებს აკეთებს და ამბობს , რომ პანდემია უსასრულო ვერ იქნება - ეს ბუნების კანონია.
უცხოეთში გადახვეწილი, გაჭირვებაში მცხოვრები, გულგატეხილი მხედართმთავარი, სიმბოლო ვაჟკაცობისა, გონიერებისა და თავდადებული მოღვაწეობისა, სიცოცხლეში ალბათ, ვერც იოცნებებდა ასეთ დაბრუნებაზე, - ამის შესახებ პატრიაქის მიმართვაშია ნათქვამი.
Ryanair-ის თვითმფრინავის ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინება შვეიცარიიდან მივიღეთ, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ პარლამენტში განაცხადა.
თუ ხალხმა არ იგრძნო, რომ ეს მისი გასაკეთებელი საქმეა, აქ ჩემოდნებით მოტანილი ფული არავის სჭირდება, რადგან ხელოვნურად შექმნილი პროტესტი არავის სჭირდება,- ამის შესახებ "რიონის ხეობის მცველების" წარმომადგენელმა ვარლამ გოლეთიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 26 მაისს 12 პირი შეიწყალა. შეწყალებულთაგან 10 თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებულია, 2 კი პირობით მსჯავრის მქონე.
ქართველებო, გელით გაერთიანებულ ევროპაში, რადგან საუკუნეებია თქვენ მისი მემკვიდრეობის ნაწილი ხართ, - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ განაცხადა.
26 მაისი 25 თებერვალზე იმარჯვებს. გამარჯვებაა, რომ ამ ქვეყანამ ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველა უმძიმეს გამოწვევას გაუძლო, - ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.