როგორც ჯადაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ, დღეს, ბრიფინგზე განაცხადა „სინოფარმის“ გამოყენება ვაქცინაციის პროცესში 4 მაისს დაიწყება იმის მიუხედავად, მიიღებს თუ არა ვაქცინა ჯანმოს ავტორიზაციას.
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, როდესაც ქვეყანაში მოსახლეობის 2%-ია აცრილი, შეზღუდვების მოხსნაზე საუბარი ვერ იქნება. ა
ბოდბელი ეპისკოპოსის მეუფე იაკობის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ვირუსის გავრცელება საომარ სიტუაციას ჰგავს, ტაძარში გასულ წელსაც დადიოდნენ, მაგრამ ეკლესიიდან ვირუსის გავრცელება არ ყოფილა.
2020 წელს საქართველოში სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა შემცირდა - საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ქვეყანაში 2020 წელს სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 0.7 წლით შემცირდა და 73.4 წელი შეადგინა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 728.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 0.3 პროცენტით მეტია.
19 აპრილის შეთანხმება უნდა იყოს განხორციელებული ყოველგვარი გადახვევის გარეშე, მთელი სისრულით, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა საქართველოში თავისი ვიზიტის შეჯამებისას ჟურნალისტებთან განაცხადა.
2020 წელს საქართველოში ქორწინებისა და განქორწინების შემთხვევები შემცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
გილოცავთ თავდაცვის ძალების 30 წლის იუბილეს! - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოს მაღალი სტანდარტის თავდაცვის ძალები ჰყავს. ამის შესახებ პრეზიდენტმა ვაზიანში საქართველოს თავდაცვის ძალების 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ კორონავირუსის ვაქცინაციის მსურველთა გასარკვევად შექმნილ სპეციალურ ვებ - გვერდზე, დღეს, 10:30 საათის მდგომარეობით, 64 101 მსურველია დარეგისტრირებული. მოქალაქეებს არსებული ვაქცინებიდან მაქსიმუმ სამის არჩევა შეუძლიათ.