jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია
ამერიკის გეოფიზიკური საზაოგადოების (AGU) ბლოგზე გავრცელდა ინფორმაცია თბილისის, ვაშლიჯვრის, მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მეწყრის შესახებ, ამ ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ფეისბუქ გვერდზე აქვეყნებს. 
 
"საქართველოში, თბილისში, 500,000 კუბური მეტრის მეწყერი განვითარდა განაპირა დასახლებულ არეალში, რაც, ალბათ, გზის მშენებლობამ გამოიწვია. ამ მასშტაბის მეწყერის მართვა რთული იქნება. მახსენდება Rattlesnake Ridge მეწყერი, როდესაც მოიძებნა პრაგმატული გამოსავალი მიეშვათ მეწყერი, რათა მეწყერი თავისუფლად გადაადგილებულიყო და ეწარმოებინათ მისი მუდმივი მონიტორინგი."- წერია გავრცელებულ განცხადებაში.
 
 
2107