gorgia
ავერსი legi

თბილისის მერია სოფელ ბეთანიის კურორტის განვითარების კონცეპტუალური დიზაინის შედგენასა და პროექტის სავარაუდო ღირებულების დადგენის მიზნით ბაზრის კვლევას აცხადებს. აღნიშნული შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა. დაინტერესებული პირების მიერ წინადადების წარდგენის ვადა კი 2026 წლის 18 მარტია.

დოკუმენტის მიხედვით, საკვლევი არეალის ჯამური ფართობი 29 ჰექტარია, რომელიც მოიცავს - საცხოვრებელი ზონას, სატრანსპორტო ზონას და სატყეო ზონას.

„განვითარების ხედვა გულისხმობს გეგმარებითი ერთეულის სასურველ (წარმოსახვით) მდგომარეობას სამომავლო პერსპექტივაში. ხედვა უნდა იყოს კონკრეტული, რეალისტური და ამავე დროს, გამოწვევით. ხედვა უნდა ქმნიდეს გეგმარებითი ერთეულის იდენტობის სურათს და ითავსებდეს გეგმარებითი ერთეულის ძირითად მახასიათებლებს“, - აღნიშნულია დოკუმენტში.


განვითარების ხედვა უნდა მოიცავდეს:

ოთხსეზონური კურორტის შექმნის შესაძლებლობასა და პოზიციონირებას რეგიონის ბაზარზე;
კონკურენტუნარიანი კურორტის შექმნის შესაძლებლობასა და პოზიციონირებას რეგიონის ბაზარზე;
საერთაშორისო სამთო კურორტების მიმოხილვასა და ახალი ტენდენციების ანალიზს;
სამთო კურორტების ბაზრის შეფასებასა და არსებული ტენდენციების ანალიზს;
პოტენციური კურორტის შესადარისი ადგილობრივი და რეგიონული სამთო კურორტების ანალიზს;
სამთო-სათხილამურო უბნების პოტენციური ტევადობების დადგენას;
რეგიონის სამთო კურორტების ბაზრის კვლევის შედეგად რა ტიპის სამთო კურორტის შექმნის მოთხოვნილება და შესაძლებლობა არის საკვლევ არეალში;
სამიზნე აუდიტორიის იდენტიფიცირებას (დემოგრაფიული მონაცემები, გენერატორი ქვეყნები, შიდა ტურისტული რესურსი და სხვა);
შესადარის კურორტებზე ვიზიტორების რაოდენობას, მიზნობრიობას, წარმომავლობას, დემოგრაფიულ მონაცემებს, ღამისთევის საშუალო მაჩვენებელსა და საშუალო დანახარჯებს
საერთაშორისო და ადგილობრივი ტურისტული ნაკადების მიმოხილვას ქვეყნის, რეგიონების და შესაბამისი საკვლევი არეალის დონეზე (ვიზიტორების რაოდენობა, მიზნობრიობა, წარმომავლობა, დემოგრაფიული მონაცემები, ღამისთევის საშუალო მაჩვენებელი და საშუალო დანახარჯები);
კურორტის განვითარების ურბანული დიზაინის ხედვის შემუშავებას.
დოკუმენტის მიხედვით, კურორტის განვითარების ურბანული დიზაინი უნდა წარედგინოს კვლევის შუალედურ ეტაპზე. ურბანული დიზაინის ალტერნატიული ხედვა უნდა მომზადდეს 3D ფორმატში, ფოტო ესკიზებისა და გრაფიკული ვიდეო-რგოლის სახით. შუალედურ ეტაპზე შეთანხმებულ ხედვაზე მომზადდება კურორტის განვითარების კონცეფცია.

 

78