jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია
2020 წელს, დედაქალაქის მასშტაბით, დამონტაჟდა ახალი 57 შუქნიშნის ობიექტი. ამის შესახებ ინფორმაციას ტრსნსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო ავრცელებს. 
 
მათივე ინფორმაციით, რეაბილიტაციის შემდგომ, ჭავჭავაძის გამზირზე დამონტაჟდა 14, ხოლო ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე - 26 თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი შუქნიშანი.
 
როგორც ურბანული განვითარების სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, შუქნიშნების გაზრდილი რაოდენობა, ხელს უწყობს, სატრანსპორტო ნაკადის სიჩქარის შემცირებას, რაც ქუჩაში უსაფრთხოდ გადაადგილებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, როგორც ფეხით მოსიარულე პირებისთვისა და ველომოყვარულებისთვის, ისე მძღოლებისთვის .
 
ერთიანი სისტემის ჩამოყალიბების შემდეგ, ახალ შუქნიშნებს შეეძლებათ თავად დაარეგულირონ ნაკადების მოძრაობა ქალაქში, რაც პიკის საათებში, განსაკუთრებით დატვირთულ ქუჩებს, ხელს შეუწყობს საცობებისაგან განმუხტვაში.
 
 
 
1382