jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია

 თბილისის მერი კახა კალაძე ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს, რაჟდენ კუპრაშვილს შეხვდა.

დედაქალაქის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრაზე საუბარი შეეხო თბილისის 2024 წლის ბიუჯეტის მიმართულებებს, მუნიციპალიტეტის მიერ დაგეგმილ და მიმდინარე პროექტებს. რაჟდენ კუპრაშვილმა თბილისის მერს ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობა და გეგმები გააცნო.

კახა კალაძემ ხაზი გაუსვა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობას.

„კორუფციასთან ბრძოლა ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. საბედნიეროდ, ამ მიმართულებით საქართველოს აქვს კარგი შედეგები, თუმცა პრევენციული ღონისძიებები აუცილებელია და მუდმივად ყურადღებით უნდა ვიყოთ. ანტიკორუფციული პოლიტიკის განხორციელების პროცესში უწყებების თანამშრომლობა და ჩართულობა მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

საუბარი ასევე შეეხო საჯარო უწყებებში კორუფციის პრევენციისთვის გასატარებელ ღონისძიებებს.

116