golden brand
ავერსი ნემო

[უამინდობის დროს] ფაქტობრივად, ისე წვიმდა მეტროსადგურ „ავლაბარში“, როგორც გარეთ - მინდა დავავალო აუდიტის სამსახურს, ასევე მოადგილეებს, დავიწყოთ მოკვლევა. არ ვიცი, ვისი ბრალია: კომპანიის, მიმღების, ზედამხედველის. ეს უპასუხისმგებლო დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია. ეს ყველას გვაზიანებს! პირადად, მეც. აქ კომპანიაზე არავინ საუბრობს, საუბრობს ყველა მერიაზე, ჩვენზე,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

მისივე თქმით, აღნიშნული საქმე და კონკრეტული ფაქტი ვერ დარჩება რეაგირების გარეშე

„უამინდობამ გარკვეული პრობლემები შექმნა, იმ რეაბილიტირებულ ინფრასტრუქტურაში, რომელიც რამდენიმე წლის წინ განვახორციელეთ. მხედველობაში მაქვს „ავლაბრის მეტროსადგური“. ამის კადრები საზოგადოებამ იხილა. ფაქტობრივად, ისე წვიმდა „მეტროსადგურ ავლაბარში“, როგორც გარეთ. წყალი ჩამოდიოდა და ეს ძალიან დიდ დისკომფორტს, უხერხულობას და პრობლემას წარმოადგენდა. სადგური, ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო, ამორტიზებული, ავარიული, გარკვეული დრო დასჭირდა პროექტის შეთანხმებას, მაგრამ, საბოლოოდ, პროექტი განხორციელდა და არის ხარვეზი, რომელიც აშკარაა. მინდა დავავალო აუდიტის სამსახურს, ასევე მოადგილეებს, დავიწყოთ მოკვლევა აღნიშნულთან დაკავშირებით. კატეგორიულად მიუღებელია ეს დამოკიდებულება! 2 წლის წინ პროექტი განვახორციელეთ და საზოგადოებამ იხილა, რომ სადგურში, ერთ კონკრეტულ მონაკვეთზე, როგორც გარეთ, ისე ჩამოდიოდა წყალი. კომპანიები, ვინც პასუხისმგებლობას იღებენ სამუშაოების შესრულებაზე, [უნდა იცოდნენ] მნიშვნელოვანია ხარისხობრივად როგორ იქნება გაკეთებული. არ ვიცი, ვისი ბრალია: კომპანიის, მიმღების, ზედამხედველის. აუდიტის სამსახურს ევალება მოიკვლიოს ყველაფერი. თუ საჭიროა, გადაიდგას შემდგომი ნაბიჯები. ეს უპასუხისმგებლო დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია. ეს ყველას გვაზიანებს! პირადად, მეც. აქ კომპანიაზე არავინ საუბრობს, საუბრობს ყველა მერიაზე, ჩვენზე. შესაბამისად, ეს საქმე და კონკრეტული ფაქტი ვერ იქნება რეაგირების გარეშე. კომპანიებმა, რომლებიც სხვადასხვა სამუშაოს ახორციელებენ მუნიციპალიტეტში, უნდა იცოდნენ, რომ პასუხისმგებლობა ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, ხარისხი. ვამბობთ, რომ სამუშაოები იმისთვის კეთდება, რომ ათეულ წლებს გაუძლოს. როდესაც ქუჩების რეაბილიტაციას ვაკეთებთ, ძირეულად იცვლება ყველაფერი. ადრე ამას, არავინ აქცევდა ყურადღებას“,- განაცხადა კახა კალაძემ.

134