jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, თავს კარგად გრძნობს და ორშაბათიდან საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.
 
როგორც კალაძემ სოციალურ ქსელში ვიდეო-მიმართვისას განაცხადა, მან დამატებით გამოკვლევები ჩაიტარა.
 
„დამატებით კვლევები ჩავიტარე ყველა მიმართულებით და ბედნიერი ვარ რომ, ყველანაირად კარგად ვარ. ორშაბათიდან სრულფასოვნად დავუბრუნდები ჩემს საქმიანობას და ერთად გაავაკეთებთ ყველა იმ მნიშვნელოვან პროექტს, რომელიც დედაქალაქს სჭირდება“, - განაცხადა კალაძემ
 
ცნობისთვის, თბილისის მერმა, კახა კალაძემ ბოხუას სახელობის კლინიკა 4 აპრილს დატოვა. ის კლინიკაში რამდენიმე დღის განმავლობაში მკურნალობდა. კარდიოლოგის, პროფესორის, ზურაბ ფაღავას ინფორმაციით, თბილისის მერს კახა კალაძეს ე.წ. ვესტიბულოპათია აღენიშნებოდა. კლინიკის დატოვების შემდეგ კი კალაძე ჯანმრთელობის მდგომარეობის გადასამოწმებლად უცხოეთში იმყოფებოდა.
1067