jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია
თბილისის მერი, კახა კალაძე უცხოეთში იმყოფება. ამის შესახებ კალაძემ "ფეისბუქ ლაივისას" თავად განაცხადა.
 
როგორც "ინტერპრესნიუსს" მერიის პრესსამსახურში განუცხადეს, კალაძე უცხოეთში ჯანმრთელობის მდგომარეობის გადასამოწმებლად გაემგზავრა.
 
როდის დაბრუნდება მერი ან რომელ ქვეყანაში იმყოფება, მერიაში არ აკონკრეტებენ.
 
კახა კალაძე თბილისში კვირის ბოლოს დაბრუნდება.
 
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ბოხუას სახელობის კლინიკა 4 აპრილს დატოვა. ის კლინიკაში რამდენიმე დღის განმავლობაში მკურნალობდა. კარდიოლოგის, პროფესორის, ზურაბ ფაღავას ინფორმაციით, თბილისის მერს კახა კალაძეს ე.წ. ვესტიბულოპათია აღენიშნებოდა.
3466