jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია
კახა კალაძე ვერტებრო-ბაზილარული სინდრომის გამო თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერი სოციალურ ქსელში წერს.
 
„მეგობრებო, უამრავი შეტყობინება მომდის, მწერენ ნაცნობები და სრულიად უცნობი ადამიანები, თუ სად ვარ და რატომ არ ვჩანვარ აქტიურად.
 
თავს ვალდებულად ვთვლი, მოგაწოდოთ ინფორმაცია: დამიდასტურდა ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი და ვესტიბულოპათია, რის გამოც ვიმყოფები სამედიცინო კვლევებზე თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში. ვმუშაობ დისტანციურ რეჟიმში და ვაგრძელებ მკურნალობას. მინდოდა, ეს ინფორმაცია ჩემგან მიგეღოთ. შეხვედრამდე!“, - წერს კალაძე.
 
 
1955