jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია
გავრცელებული ინფორმაციით, 65 წლამდე ასამკის ქალი აფეთქების დროს საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულის აივნიდან გადმოვარდა. 
 
დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
 
შსს-ს ინფორმაციით, შემთხვევის დროს დაზიანება სხვას არავის მიუღია. ადგილზე, ამ დროისთვის, მობილიზებულია პოლიცია და სახანძრო დახმარების ჯგუფები. რამ გამოიწვია ბუნებრივი აირის გაჟონვა, ამ ეტაპზე უცნობია. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
 
 
1278