jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია
გასული წლების განმავლობაში, მუხრან მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდებზე განხორციელებული გარკვეული მოქმედებების გამო, მეწყერული პროცესები გააქტიურდა. მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, 16 მარტიდან აღნიშნულ ტერიტორიაზე, საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება.  ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო  "ბიზნეს თაიმს " მერიიდან აცნობეს. 
 
მათივე ცნობით, გადაადგილება დროებით შეზღუდული იქნება მაჭავარიანის ქუჩაზე, ოპერატიული მართვის ცენტრის შენობიდან („112“) ვაშლიჯვრისკენ, „ბიპის“ ბენზინგასამართ სადგურამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში.   
 
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო! 
 
2148