jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია
ნუცუბიძისა და ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზასთან მდებარე ფერდობზე მეწყრული პროცესების გააქტიურების მიზეზების შესასწავლად გერმანელი გეოინჟინრები დღეს ჩამოვლენ.
 
როგორც „ინტერპრესნიუსს“ დედაქალაქის მერიაში განუცხადეს, ექსპერტები სამუშაოებში, სავარაუდოდ, ხვალიდან ჩაერთვებიან.
 
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოები, რომელზეც ჩანს, რომ ნუცუბიძისა და ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზასთან მდებარე ფერდობზე მეწყრული პროცესი გააქტიურდა.
 
თბილისის მერიის ინფორმაციით, მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, 16 მარტიდან აღნიშნულ ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდა.
1264