
თბილისში პარკირების ჯარიმები განახევრდა. კერძოდ, საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე) მიხედვით,
2025 წლის იანვარ-აპრილში, არასწორი პარკირებისთვის 2 658 92 ლარის ჯარიმა დაიწერა, წინა წლის იგივე პერიოდში 5 917 214 ლარის.
ამასთან, წელს მხოლოდ აპრილში, „თბილისი პარკინგის“ თანამშრომლებმა 726 854 ლარის ჯარიმა გამოწერეს.
სტატისტიკის მიხედვით, შემცირებულია ზოგადად საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ბიუჯეტში შესული თანხის მოცულობაც.
უფრო კონკრეტულად, ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, წელს იანვარ-აპრილში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ბიუჯეტში 54 339 998 ლარი შევიდა, წინა წლის იგივე პერიოდში 73 431 433 ლარი.
ცნობისთვის, 2022 წლის შემოდგომიდან პარკირების წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა, ნაცვლად 10 ლარისა, 50 ლარი გახდა.