janmedi
ავერსი ნემო

მთავრობის გადაწყვეტილებით, თბილისის მერიას, „თბილისობის“ დღესასწაულის აღსანიშნად დაგეგმილი ღონისძიებებისთვის 3 114 727.28 ლარის ფარგლებში გამარტივებული შესყიდვის გამოცხადების უფლება მიეცა.

ამის შესახებ მთავრობის განკარგულებაშია ნათქვამი, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, თუმცა 18 სექტემბრით თარიღდება.

„თბილისში, 2026 წლის თბილისობის დღესასწაულის აღსანიშნად დაგეგმილი ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში განსახორციელებლად საჭირო საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 10! მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას მიეცეს უფლება, ქალაქ თბილისში, 2026 წლის თბილისობის დღესასწაულის აღსანიშნავად დაგეგმილი ღონისძიებებისათვის საჭირო საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, 3 114 727.28 ლარის ფარგლებში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებიდან”, - ნათქვამია დოკუმენტში.

ცნობისთვის, „თბილისობა“ 3 და 4 ოქტომბერს, დედაქალაქის ხუთ ლოკაციაზე აღინიშნება. რიყის პარკსა და ორბელიანის მოედანთან ერთად, ვიზიტორებს შეეძლებათ ესტუმრონ გუდიაშვილის მოედანს, ლეღვთახევს, ევროპის მოედანსა და მეტეხის ხიდს.

54