
თბილისის მერიის ინფორმაციით, ადგილზე მიმდინარეობს სამუშაოები.
სოციალურ ქსელში მარცხენა სანაპიროზე ამსახველი ვითარების ფოტო ცოტა ხნის წინ გავრცელდა.
აღნიშნულზე, საინფორმაციო სააგენტო "ბიზნესთაიმი" მერიის პრესამსახურს დაუკავშირდა, სადაც განმარტავენ , რომ ადგილზე გუშინ გავრცელებული გამაფრთხილებელი განცხადების შემდეგ, განთავსდა სპეციალური ნიშნულები და ჩაიკეტა აღნიშნულ ტერიტორიაზე მოძრაობა.
"დაიწყეს მოკვლევა შესაბამისმა ექსპერტებმა და გზის გამაგრება მოხდება." - განმარტეს პრესსამსახურში.
კითხვაზე: თუ როდის მოხდა გზის ჩამოშლა - მერიაში განგვიმარტეს, რომ მას შემდეგ, რაც ჩაკეტეს გზა და გარკვეული სამუშაოები აწარმოეს.
შეგახსენებთ, გუშინ, დედაქალაქის მერიამ გაავრცელა განცხადება, რომ რესტორან „გაგრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, გზის სავალ ნაწილზე ბზარები შეინიშნება, რისთვისაც საჭიროა გადაუდებელი სამუშაოების ჩატარება. უსაფრთხოების მიზნით, მიმდინარე წლის 7 აპრილიდან გზის დაზიანებულ მონაკვეთში, უკიდურეს მარჯვენა ზოლში საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება.
"თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!“- წერია ინფორმაციაში.