 
        
დაახლოებით 10 წუთის წინ საბურთალოს ხაზზე მეტროს მოძრაობა აღდგა, - ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ბიზნესთაიმს" თბილისის სატრანსპორტო სამსახურში განუცხადეს.
მათივე ცნობით, შეფერხება მატარებლის ტექნიკური პრობლემით იყო განპირობებული, თუმცა პრობლემა მალევე აღმოიფხვრა და დაახლოებით 15-18 წუთში მოძრაობა აღდგა.
 
                         
                         
                         
                        	 
                        	 
                        	 
                        	 
                        	 
                         
             
             
             
                                     
                                    