
საქართველოს მოსახლეობის 34.6% დედაქალაქში ცხოვრობს. აღნიშნულს მოწმობს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები.
უფრო კონკრეტულად, 2025 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, მთლიანი მოსახლეობის რაოდენობა 3 704 500-ს შეადგენდა, აქედან კი 1 282 600 პირი თბილისში ცხოვრობდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, თბილისის შემდეგ ყველაზე მეტი მოსახლე ქვემო ქართლს, იმერეთსა და აჭარას ჰყავს.
კერძოდ, „საქსტატის“ მონაცემებით, 2025 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, მოსახლეობა რეგიონების მიხედვით ასეა გადანაწილებული:
ქვემო ქართლი - 438 900 კაცი;
იმერეთი - 433 300 კაცი;
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა - 366 700 კაცი;
კახეთი - 298 500 კაცი;
სამეგრელო-ზემო სვანეთი - 283 300 კაცი;
შიდა ქართლი - 242 000 კაცი;
სამცხე ჯავახეთი - 140 200 კაცი;
გურია - 100 600 კაცი;
მცხეთა-მთიანეთი - 92 700 კაცი;
რაჭა-ლეჩხუმი - ქვემო სვანეთი - 25 700 კაცი.
აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი - 61.5% ქალაქის ტიპის დასახლებებში ცხოვრობს. კერძოდ, ბოლო მონაცემებით, სასოფლო დასახლებებში 1 424 800 ადამიანი ფიქსირდებოდა, ქალაქის ტიპის ადგილებში კი 2 279 700 პირი.