jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრაში საქართველოს ეროვნული ნაკრები ესპანეთთან 1:2 დამარცხდა.
 
საქართველოს ნაკრების წევრმა ხვიჩა კვარაცხელიამ 44 წუთზე ანგარიში გახსნა. კვარაცხელიას გოლით
საქართველოს ნაკრებმა პირველი ტაიმი 1:0 მოგებით დაასრულა. 
 
ესპანეთის ნაკრებმა ანგარიში ფერან ტორესის გოლით 56-ე წუთზე გაათანაბრა.  მეორე გოლი კი 93-ე წუთზე  დანიელ ოლმოსმა გაიტანა.
 
შეხვედრა "დინამო არენაზე" ჩატარდა, მთავრობის მიერ დაწესებული რეგულაციის თანახმად,  თამაშს მაყურებლების 30% ესწრებოდა.
 
1262