janmedi
ავერსი ნემო

საქართველოს რკინიგზის ცნობით, პროექტის მიხედვით, სრულად განახლდება პირველი, მეორე და მესამე ბაქანი. დაწყებულია არსებული ბაქნების დემონტაჟი, რომლის ნაცვლად ცენტრალის ტერიტორიაზე ახალი, უფრო მაღალი, თანამედროვე ტიპის ბაქნები მოეწყობა. 

სარეაბილიტაციო სამუშაოები ბაქნებს შორის არსებული მიწისქვეშა გადასასვლელის, ასევე თბილისი ცენტრალის შენობიდან ბაქანზე ჩამოსასვლელი კიბის გაუქმებას ითვალისწინებს.

პროექტის მიხედვით, საფეხმავლო კიბის ნაცვლად, სადგურზე ოთხი ახალი ესკალატორი დამონტაჟდება. განახლდება მგზავრების მოსაცდელი კუთხეები.

რეაბილიტაციის პროცესში, ბაქანზე სახანძრო მაშუქი მოწყობილობები და საავარიო განათებაც დამონტაჟდება.

თბილისი ცენტრალის სრულად განახლების ჯამური ღირებულება დაახლოებით შვიდი მლნ ლარია. საქართველოს რკინიგზა თბილისი ცენტრალის სარემონტო სამუშაოების დასრულებას 2027 წლის შემოდგომაზე გეგმავს.

136