jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საბურთალოს რაიონის გამგეობამ სოფელ დიღომში სპორტული მოედნებისა და დასასვენებელი სივრცის მოწყობა დაიწყო.

როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, რეკრეაციული სივრცის მოწყობა მაისში დასრულდება.

„საბურთალოს გამგეობამ სოფელ დიღომში, გ. ათონელის ქუჩაზე, 3 000 კვ.მ ფართობზე სპორტული მოედნებისა და დასასვენებელი სივრცის მოწყობა დაიწყო. აღნიშნული ტერიტორია მძიმე მდგომარეობაში იყო. ადგილზე განთავსდება ყველა შესაბამისი საპარკო ინფრასტრუქტურა, მოეწყობა საბავშვო-გასართობი სივრცე. ასევე, გარე განათებისა და სარწყავი სისტემები დამონტაჟდება”, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, ამავე ტერიტორიაზე ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და დაირგვება სხვადასხვა სახის ხე-მცენარე. 

115