jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია

საზოგადოებრივ ტრანსპორტში (ავტობუსებში) გაჩერებებს გამოაცხადებენ.

ამის შესახებ  საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME-ს შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს.

მათივე თქმით, პროექტი სატესტოდ რამდენიმე ავტობუსში როგორც ხმოვანი გამოცხადება, ასევე მონიტორზე ინფორმაციის მორბენალი სტრიქონის ფორმატში უკვე ჩაშვებულია. 

"ამჟამად, სრულყოფილად მხოლოდ #301 ნომერ ავტობუსში მოქმედებს აღნიშნული სისტემა, დანარჩენ ხაზზე მიმდინარეობს დატესტვა. მაგალითად, რამდენიმე ხაზზე შეიძლება იყოს მხოლოდ ინფორმაცია მონიტორზე და ვაკვირდებით რამდენად გამართული იქნება ეს სისტემა, როგორც კი სატესტო პერიოდი დასრულდება, ეს სისტემა სხვა აბტობუსებშიც ჩაეშვება" - განაცხადეს სატრანსპორტო კომპანიაში.
ავტორი
მირანდა შურღაია
360