jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია
თბილისის ნაწილს წყლის მიწოდება 18 საათით შეუწყდა. ინფორმაციას კომპანია GWP ავრცელებს:
 
ვაკის რაიონში, ვაჟა-ფშაველას მე-2კვ. N 18 კორპუსთან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 12/08 21:30-დან 13/08 09:00-საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდა: ვაჟა-ფშაველას მე-2კვ. N 8-19, N 35,36. ვაჟა-ფშაველას N 57- 65 (კენტები), ნუცუბიძის ქუჩის N 68-70-72, ვაჟა ფშაველას მე-4 შეს.
 
ისნის რაიონში, 12/08 მეტეხის ქ.N22-თან ახალ ქსელზე გადაერთებითი სამუშაოების ჩატარდების გამო, 12/08 15:00-დან 13/08 09:00-საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდა: ბოჭორმის, ლუსინიანის, შავ სოფლის, ბოდბის, ისნის, ზახაროვის, არბოშიკის, იალბუზის, პატარძეულის, უჯარმის, დოლაბაურის, წმინდა ქეთევან წამებულის N4-90, N1-65; მეტეხის, თელავის, ჩეხოვის, ფერიცვალების, ჯორბენაძის, სოლომონ ბრძენის, მაჭრის, მუკუზანის, 300 არაგველის, კაჩინსკის ქუჩა N1-5, რიყის პარკს, ღვინის აღმართს და დუტუ მეგრელის ქუჩებს.
567