jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია

 თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მუნიციპალიტეტში დასაქმებულთა ხელფასების მატებაზე ისაუბრა.

როგორც თბილისის მერმა განაცხადა, მუნიციპალიტეტში დასაქმებულებს ხელფასები ათი პროცენტით მიმდინარე წელსაც გაეზრდებათ.

„როგორც მოგეხსენებათ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ყოველწლიურად საჯარო უწყებებში დასაქმებულთა ხელფასი ათი პროცენტით იზრდება და რა თქმა უნდა, მუნიციპალიტეტშიც, აქ მომუშავე ადამიანებისთვის ხელფასების მატება მოხდება ათი პროცენტით“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ამასთან, კახა კალაძის თქმით, თბილისის მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო, საჯარო ბაღების თანამშრომლების ხელფასები 15 პროცენტით გაიზარდოს.

„მინდა, ასევე, ინფორმაცია მოგაწოდოთ იმასთან დაკავშირებით, რომ დედაქალაქლის მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე თვიდან თბილისის ყველა საჯარო ბაღის 11 188 თანამშრომელი 15 პროცენტით მომატებულ ანაზღაურებას მიიღებს. ეს არიან ადამიანები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვან, შრომატევად და საპასუხისმგებლო საქმიანობას ეწევიან და ამ ადამიანების ხელფასები არის ძალიან დაბალი. შესაბამისად, გადაწყვეტილება მიღებულია, რომ 15 პროცენტით მოხდეს მომატება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

220